კიდევ ერთი ჯილდო ფორმულას. გადაცემა დროების ჟურნალისტმა, ანი არველაძემ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში საუკეთესო სიუჟეტისთვის, ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზი აიღო. კონკურსზე წარდგენილი იყო სიუჟეტი - "მანუშაკი - ქართულის მასწავლებელი", რომელიც დროების ადამიანისთვის მოამზადა. სიუჟეტი ეთნიკურად სომეხ მასწავლებელს ეხება, რომელიც ჯავახეთში ქართულ ენას ასწავლის, გაკვეთილების შემდეგ კი მოსწავლეებს უანგაროდ ამეცადინებს. 2022 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები საქართველოში ევროკავშირის ელჩმა შვიდ საპრიზო კატეგორიაში დააჯილდოვა. ვულოცავ კოლეგებს
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში "ფორმულას" ჟურნალისტს გადაეცა
03 თებ 202320:47
3 წუთის საკითხავი